სერვირების დაფა გამოიყენება საკვები პროდუქტის სერვირებისთვის, როგორიცაა ხემსი (ყველი, ძეხვი, თხილეული), მშრალი საჭმელი, ხილი, ჩირეული. შესაძლებელია მასზე, როგორც უცხიმო, ასევე ცხიმიანი საკვების განთავსება. სერვირების დაფის საჭრელ დაფად გამოყენება შესალებელია.
მაქმანი ვუდის სერვირების დაფები თავისი ფორმითა და ზომით არის უნიკალური. დაფაზე გრავირებულია ქართულ კულტურულ ძეგლებსა და სხვადასხვა ლოკაციებზე აღმოჩენილი ორნამენტები.
- ქართული ორნამენტის ადგილმდებარეობა - ახტალა. XIII საუკუნე
- სერვირების დაფა დამზადებულია ცაცხვის ხისგან
- დაფა დაფარულია სპეციალური ხის ზეთით, რომელიც თავსებადია საკვებ პროდუქტთან
სერვირების დაფის ზომები:
- დიამეტრი 35 სმ
- სიმაღლე 1.5 სმ
- წონა 200 გრ
მასალა:
გამოყენებულია გამომშრალი ცაცხვის ხე.
მოვლის წესი:
ჩვენ ვიყენებთ გამომშრალ ცაცხვის, მუხისა და კაკლის ხეს, შესაბამისად სერვირების დაფის გამოყენების შემდეგ უმჯობესია მისი გარეცხვა/გასუფთავება მოხდეს გამოყენებისთანავე.
- არ ჩატოვოთ წყლიან ნიჟარაში.
- ირეცხება ცივი ან ცხელი წყლით; შესაძლებელია გამოიყენოთ სარეცხი საშუალება
- დაფის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა, როგორც ზოგადად ნებისმიერი ხის პროდუქციის გარეცხვა იწვევს მისი ზედაპირის დაზიანებას
- დაფის სახეხის სინის ან უხეში ჯაგრისის ზემოქმედებით გახეხვა გამოიწვევს მისი ზედაპირის დაზიანებას
- მოარიდეთ დიდი ხნით მზის პირდაპირ სხივებს
- შეინახეთ მშრალ ადგილას
- დაფა გამოიყენება სერვირებისთვის ანუ მასზე საკვები პროდუქციის დასადებად, მათ შორის ცხიმიანი საკვების დადებაც შესაძლებელია (ყველი, ძეხვი), დაფაზე უხეში დაჭრა გამოიწვევს დროთა განმავლობაში მისი ზედაპირის დაზიანებას